|
2016-03-07 13:36:17, 563 ნახვა
საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრის მოხალისე ტრენერებმა ტრენინგები დაიწყეს
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ პროექტ „მოხალისე ტრენერები დანაშაულის პრევენციისთვის“ ფარგლებში პირველი ტრენინგი ჩატარდა. „კონფლიქტების მართვისა და მშვიდობის მშენებლობის ახალგაზრდული ცენტრის“ კონფლიქტოლოგმა თეონა გედენიძემ შეხვედრა გლდანის რაიონის საჯარო სკოლების მოსწაველეებისთვის, გლდანის პროფესიული გადამზადების ცენტრში გამართა. დანაშაულის პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ტრენინგი კონფლიქტის არსს შეეხებოდა. შეხვედრა ინტერაქციულ ხასიათს ატარებდა და დატვირთული იყო სხვადასხვა ჯგუფური თუ ინდივიდუალური სავარჯიშოებით. მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაეზიარებინათ თავიანთი მოსაზრებები ზოგადად კონფლიქტისა და მისი გამომწვევი მიზეზების შესახებ. ძირითადი აქცენტი გაკეთდა ოჯახურ, სასკოლო და ქუჩის კონფლიქტზე. ტრენინგის დასასრულს მონაწილეებმა კონფლიქტის მოგვარების გზები ერთობლივად ჩამოაყალიბეს. ტრენინგი, რომელშიც 24 მოსწავლე მონაწილეობდა, გლდანის გამგეობის მხარდაჭერით ჩატარდა. როგორც ცნობილია, „მოხალისე ტრენერები დანაშაულის პრევენციისთვის“ სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ახალი პროექტია, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მასშტაბით იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებში, გამგეობებსა და სკოლებში სხვადასხვა თემატიკის ტრენინგები ტარდება. აქტივობების მიზანი არასრულწლოვნებში დანაშაულის ადრეული პრევენციის მიზნით სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობრივი კულტურის განვითარება და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა.
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)