|
2025-01-28 11:18:39, 343 ნახვა
პოლიტიკა
ჰერჩინსკი - ჩვენი მიზანი არ არის ქართველი ხალხის დასჯა, ჩვენი მიზანი იყო იმ პირების დასჯა, რომლებიც პასუხისმგებელი არიან რეპრესიებზე
ჩვენი მიზანი იყო იმ პირების დასჯა, რომლებიც პასუხისმგებელი არიან რეპრესიებზე, დაშინებაზე, მიმდინარე ძალადობაზე. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს მოუწევთ ვიზის აღება ევროკავშირში მგზავრობისას, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა, გრძელდება, ევროკავშირის მხრიდან რეაგირების გარეშე ვერ დარჩებოდა. „ჩვენ აღფრთოვანებული ვართ ქართველი ხალხის გამძლეობით და ქართველი ხალხის ერთგულებით ქვეყნის ევროპულ მომავალზე და დემოკრატიულ ფასეულობებზე. ჩვენ მათ ვხედავთ, რომ დგანან ყოველ ღამე აქ, რუსთაველზე და ბევრ სხვა ადგილას საქართველოს მასშტაბით, რომლებიც მოითხოვენ უკეთეს მომავალს მათთვის და მათი შვილებისთვის. ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით, ჩვენ გვესმის მათი ძახილი უკეთესი მომავლისთვის, უკეთესი ცხოვრებისთვის, დემოკრატიული ქვეყნისთვისა და ევროპული საქართველოსთვის. ამავე დროს, ჩვენ ვგმობთ მიმდინარე დაშინებასა და ძალადობას. ჩვენ გაოგნებული ვართ ხალხის ცემით, მათზე მუქარით, მათ შორის მედიის წარმომადგენლებზე, პოლიტიკოსებსა და ჩვეულებრივ მოქალაქეებზე, რომლებსაც ედევნებიან და სცემენ ნიღბიანი პირები. ჩვენ გაოგნებული ვართ დაუსჯელობით და იმ ფაქტით, რომ ორი თვის განმავლობაში ქუჩაში მიმდინარე ძალადობის მიუხედავად, არავინ დასჯილა ამისთვის. და რა თქმა უნდა, როგორც ვთქვით, საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა, გრძელდება, ჩვენი რეაგირების გარეშე ვერ დარჩებოდა. გუშინ ევროკავშირმა გადაწყვიტა შემოიღოს შეზღუდვები საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის. ასე რომ, ხელისუფლების წარმომადგენლებს ახლა მოუწევთ ვიზის აღება იმ შემთხვევაში, თუ სურთ ევროკავშირში გამგზავრება დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების გამოყენებით. როგორც ვთქვით, ჩვენი მიზანი არ არის ქართველი ხალხის დასჯა, რომლებიც ქუჩაში დგანან და დემოკრატიულ, ევროპულ საქართველოს მოითხოვენ. ჩვენი მიზანი იყო დასჯა იმ პირების, რომლებიც პასუხისმგებელი არიან რეპრესიებზე, ვინც პასუხისმგებელია დაშინებაზე, ვინც პასუხისმგებელი არიან მიმდინარე ძალადობაზე. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს მოუწევთ ვიზის აღება ევროკავშირში მგზავრობისას“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ. ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გუშინ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, ოფიციალური პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება უკავშირდება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ და „ოჯახური ღირებულებების დაცვის“ კანონების მიღებას, ასევე ძალადობრივ რეპრესიებს.
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)