23:13 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-27 17:25:54, 499 ნახვა

პოლიტიკა
პროკურატურასთან მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით, მედიის წარმომადგენლები აქციას მართავენ

გენერალურ პროკურატურასთან „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით, მედიის წარმომადგენლები აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეებს ადგილზე ჟურნალისტ მზია ამაღლობელის გამოსახულებით პოსტერები და ბანერები - „თავისუფლება მზია ამაღლობელს" აქვთ მიტანილი.

აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, გათავისუფლდეს ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, ვინაიდან 16-დღიანი შიმშილობის შემდეგ, მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სერიოზული საფრთხეები არსებობს და მის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ.

აქციის მონაწილეები, გენერალურ პროკურორს გიორგი გაბიტაშვილს მოუწოდებენ, სასამართლოს ახალი შუამდგომლობით მიმართოს, რომ მზია ამაღლობელი გათავისუფლდეს.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ - "თავისუფლება მზია ამაღლობელს", "თავისუფლება პოლიტპატიმრებს", "ცეცხლო ოლიგარქიას".

ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე, ნინო სახელაშვილმა მიიღო. მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული, შემდეგ სისხლის სამართლის წესით დააკავეს.

პარლალელურად აქცია მიმდინარეობს ბათუმის იუსტიციის სახლთან

მზია ამაღლობელი კი დაკავების დღიდან შიმშილობს და დღეს მისი შიმშილობის მე-16 დღეა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics