2025-01-27 14:58:09, 501 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - რა უნდა ვთქვათ, ყველგან ბრიუსელი, არსად ევროპა
"რა უნდა ვთქვათ, ყველგან ბრიუსელი, არსად ევროპა" - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების ინიციატივას, რომლის თანახმადაც, ევროკომისია ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხზე მუშაობს.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 27 იანვარს, ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხზე მსჯელობენ. საგარეო საქმეთა საბჭო განიხილავს საქართველოში განვითარებულ ბოლო მოვლენებს, მათ შორის, ევროკავშირში საქართველოს კანდიდატობისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებს. ასევე, დღის წესრიგშია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიისა და ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების განხილვა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,