19:26 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-27 14:05:25, 494 ნახვა

პოლიტიკა
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი - საქართველოს ხელისუფლება პატივს არ სცემს ხალხის ნებას

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაიბა ბრაჟემ ბრიუსელში, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "საქართველოს ხელისუფლება პატივს არ სცემს ხალხის ნებას."

"ევროკავშირმა გარკვეული ნაბიჯები გადადგა, მათ შორის მთავრობის თანამდებობის პირებისთვის სავიზო რეჟიმის არსებითი შეცვლა, ისინი დიპლომატიური პასპორტებით ევროკავშირში უვიზოდ ვერ იმოგზაურებენ. ეს არის ძალიან მიზანმიმართული ქმედება. ევროკავშირმა განაცხადა, რომ ის მხარს არ დაუჭერს მთავრობასთან დაკავშირებულ არცერთ საქმიანობასა და უწყებას." - თქვა მან.

მან აღნიშნა, რომ თანამდებობის პირებს, ვინც მშვიდობიანი დემონსტრაციების დარბევაშია ჩართული და ჟურნალისტებს ესხმის თავს, ლატვიამ ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოცნების პარლამენტმა ფორმულას ჟურნალისტ ნინი ბალანჩივაძეს 6 თვით აკრედიტაცია შეუწყვიტა
როგორ შეცვალა ციფრულმა განვადებამ E-commerce გაყიდვები საქართველოში
საქართველოს ბანკი x Galleria Tbilisi - დააგროვეთ 10-ჯერ მეტი MR ქულა Amex ბარათით გადახდისას
„თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics