19:26 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-27 13:28:59, 457 ნახვა

პოლიტიკა
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი - საქართველოში არსებული კრიზისიდან საუკეთესო გამოსავალი არის ახალი არჩევნების ორგანიზება

საქართველოში არსებული კრიზისიდან საუკეთესო გამოსავალი არის ახალი არჩევნების ორგანიზება, რომელიც ოდირის რეკომენდაციებთან შესაბამისობაში იქნება -  ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრიუსელში საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ ვხედავთ ცნობებს, რომ ქართველი ხალხი, რომელსაც ევროპული მომავალი სურს, 50 დღეზე მეტია კვლავ ქუჩებში დგას, რაც გვავალდებულებს ჩვენ, რომ ამას პასუხი გავცეთ. გავიხსენოთ საგარეო საქმეთა საბჭოს ბოლო შეხვედრა, ჩვენ ხელიდან გავუშვით ძლიერი მესიჯის გაგზავნის შესაძლებლობა და ძლიერი შემზღუდველი ზომების დაწესების შესაძლებლობა, როგორც ეს ჩვენ ლიეტუვაში დავაწესეთ და ზოგიერთი სხვა ქვეყანაც ჩვენს მაგალითს მიჰყვა. ეს უნდა გაგრძელდეს. საქართველოში არსებული კრიზისიდან საუკეთესო გამოსავალი არის ახალი არჩევნების ორგანიზება, რომელიც ოდირის რეკომენდაციებთან შესაბამისობაში იქნება. ეს არის ჩვენი წინსვლის გზა, სხვა შემთხვევაში დავინახავთ, რომ საქართველოში საერთო დემოკრატიული სიტუაცია იშლება და ეს არ არის ჩვენი ინტერესი“, - აღნიშნა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიასტუსის ბუდრისმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოცნების პარლამენტმა ფორმულას ჟურნალისტ ნინი ბალანჩივაძეს 6 თვით აკრედიტაცია შეუწყვიტა
როგორ შეცვალა ციფრულმა განვადებამ E-commerce გაყიდვები საქართველოში
საქართველოს ბანკი x Galleria Tbilisi - დააგროვეთ 10-ჯერ მეტი MR ქულა Amex ბარათით გადახდისას
„თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics