20:36 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-05 14:01:28, 498 ნახვა

საზოგადოება
სუბარი: სავარაუდოდ წელს კიდევ რამდენიმე სამარხი გაიხსნება, საიდანაც 300-მდე ნეშტის გადმოსვენება უნდა მოხერხდეს

სავარაუდოდ წელს კიდევ რამდენიმე სამარხი გაიხსნება, საიდანაც 150-დან 300-მდე ნეშტის გადმოსვენება უნდა მოხერხდეს, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მინისტრმა გარდაცვლილი მებრძოლების გადმოსვენების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში კიდევ 12 ნეშტის იდენტიფიცირება იგეგმება.

"ოჯახის წევრებს არ შეეძლოთ, მისულიყვნენ და პატივი მიეგოთ მათი სულებისთვის. დღეიდან ჩვენ გვეცოდინება, სად არიან ისინი დამარხულები. ეს რა თქმა უნდა ჩვენთვის და განსაკუთრებით ოჯახის წევრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. უახლოეს მომავალში ველოდებით კიდევ 12 ნეშტის იდენთიფიცირებას, რის შემდეგადაც კიდევ 20 მდე ნეშტს ჩაუტარდება სამხარეულის ექსპერტიზა. სავარაუდოდ წელს კიდევ რამდენიმე სამარხი გაიხსნება, საიდანაც 150-დან 300-მდე ნეშტის გადმოსვენება უნდა მოხერხდეს", - განაცხადა სუბარმა.

მისივე თქმით, მებრძოლების გადმოსვენებაში უდიდესი წვლილი წითელ ჯვარს მიუძღვის.

ცნობისთვის, აფხაზეთის ომის დროს ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული  10 მებრძოლის ნეშტს  დიღმის ძმათა სასაფლაოზე  დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვისთვის და გავრცელებისთვის POG-მა 2 პირი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics