05:08 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-22 01:49:32, 519 ნახვა

პოლიტიკა
რუხაძე - აშშ ვერ დამასანქცირებს, სადაც მოქალაქე ვარ, ის ქვეყანა ვერ დამასანქცირებს

ტელეკომპანია "იმედის" მფლობელი, ირაკლი რუხაძე ფიქრობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მას, როგორც აშშ-ის მოქალაქეს "ვერ დაასანქცირებს". რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში, ამით იგი გამოეხმაურა წერილს, რომელიც შეერთებული შტატების მომავალ სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს კონგრესიდან გაუგზავნეს. წერილი რადიო თავისუფლებას ანონიმურმა წყარომ მიაწოდა.

"რა თქმა უნდა, მე სანქციები არ მახარებს. არ მგონია, რომ მე სანქციები მემუქრება, შემიძლია, ვრცლად ავხსნა, რატომ მგონია... მაგრამ საერთოდ, ამ სიტუაციაში რომ ვარ და ამ ფორმაში, არ მახარებს იმიტომ, რომ მე დამასანქცირა უკრაინამ, რომელიც ძალიან მიყვარს... უზარმაზარი ბიზნესი მაქვს აწყობილი უკრაინაში, ვგიჟდები უკრაინაში სიარულზე, ყოველთვის მიყვარდა და წარმოუდეგენელი ტრაგედია იყო, როდესაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში. [...]" - ამბობს ირაკლი რუხაძე და ამტკიცებს, რომ "აშშ თავის მოქალაქეს არ ასანქცირებს". რუხაძე ირწმუნება, რომ სიაში, რომელიც შეერთებული შტატების მომავალ სახელმწიფო მდივანს გაუგზავნეს, ჩაწერეს იმ ბიზნესმენთა სახელები, რომლებიც საქართველოს ეკონომიკის "უზარმაზარ ნაწილს" აკონტროლებენ.

"მე ამერიკა ვერ დამასანქცირებს იმიტომ, რომ სანქციის აზრი იკარგება... შეიძლება სხვა ქვეყანამ დამასანქციროს, ამერიკა ვერ. მე სადაც მოქალაქე ვარ, ის ქვეყანა ვერ დამასანქცირებს. იქ [წერილში] შეყარეს დიდი სია ხალხის, რომელიც ერთად აღებული ვაკონტროლებთ ეკონომიკის უზარმაზარ ნაწილს. ეს გაიზრდება იმიტომ, რომ მიდის მცდელობა, რომ დაანგრიოს საქართველოს ეკონომიკა. ჩვენ ვიცით, რომ თუ ეკონომიკა კარგად მიდის, ხალხი მთავრობას არ ცვლის...", - ამბობს იგი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics