|
2016-03-05 10:02:49, 355 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი დღეს სამცხე-ჯავახეთის რეგიონს ეწვევა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი 5 მარტს სამცხე–ჯავახეთის რეგიონს ეწვევა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილი საფარის მონასტერთან მისასვლელი გზის აღდგენით სამუშაოებს დაათვალიერს, რომელიც მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო. პროექტის განხორციელების შედეგად, ახალციხიდან საფარის მონასტრამდე მანძილი, ნაცვლად 30 წუთისა, 10 წუთში დაიფარება. პრემიერ–მინისტრი მცირე მეწარმეობის ხელშეწყობისა და შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამების ფარგლებში დაფინანსებულ ბენეფიციარებს ესტუმრება. გიორგი კვირიკაშვილი დაათვალიერებს სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში დაფინანსებულ საამქროებს, მეცხოველეობისა და მეფრინველეობის ფერმებს. პრემიერი დაესწრება ხუთვარსკვლავიან სასტუმრო „Crowne Plaza Borjomi"–ს გახსნის ღონისძიებას, რომელიც ბორჯომში, 17.00 საათზე გაიმართება. მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სასტუმროების კომპანია, InterContinental Hotels Group-ი, ბორჯომში ბრენდით – Crowne Plaza შემოვიდა. სასტუმროს საერთო ფართია 16100 მ2–ია. იგი აღჭურვილია 101 თანამედროვე ნომრით, რომლებიც გათვლილია დამსვენებელთა ფართო სპექტრზე. სასტუმრო „Crowne Plaza Borjomi" მდებარეობს ბორჯომის ცენტრში, ბორჯომის ისტორიული პარკის შესასვლელიდან რამდენიმე წუთის სავალზე. ინვესტიციის საერთო მოცულობა 32 მლნ აშშ დოლარია.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)