|
2025-01-20 16:36:44, 10268 ნახვა
სამხედრო
ფინეთის პარლამენტის სპიკერი - ვშიშობ, ჩვენ უკვე მესამე მსოფლიო ომში ვართ
ვშიშობ, ჩვენ უკვე მესამე მსოფლიო ომში ვართ, – ამის შესახებ ფინეთის პარლამენტის სპიკერმა, იუსი ჰალა-აჰომ განაცხადა. ფინეთის პარლამენტის ხელმძღვანელის თქმით, ფაქტების იგნორირება უფრო მეტ პრობლემას გააჩენს. „თუ ჩვენ არ ვიცით, ვართ თუ არა ომში, ყოველთვის ჯობია, ვივარაუდოთ, რომ ვართ. ვფიქრობ, ყველაზე უსაფრთხოა, ვივარაუდოთ, რომ ეს (ომი) იქნება მომავალში. ვარაუდი გვაიძულებს, მოვემზადოთ და მომზადება ამცირებს ომის ალბათობას“, – აღნიშნა იუსი ჰალა-აჰომ. ფინეთის პარლამენტის სპიკერის ამტკიცებს, რომ უკრაინის დაცვა და დახმარება უფრო მაღალი პოლიტიკური პრიორიტეტი უნდა იყოს. იუსი ჰალა-აჰოს განცხადებით, რუსეთის დამარცხება უკრაინის გამარჯვებაზე უფრო მნიშვნელოვანია. „მე პირადად ყველაზე დიდ საფრთხეს ვხედავ, რომ რუსეთმა ეს ომი არ წააგოს ან რომელიმე მიზანს მიაღწიოს ამ ომით“, – განაცხადა ფინეთის პარლამენტის სპიკერმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)