08:27 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-20 13:18:59, 431 ნახვა

სამართალი
რიჟვაძე - პოლიციელზე ხელის აღმართვა, ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე პოლიციელებს მადლობას უხდის. მან განსაკუთრებული მადლობა ბათუმის პოლიციის მაღალჩინოსნებს დგებუაძესა და ბესელიას გადაუხადა.

რიჟვაძე ამბობს, რომ "ბევრი ასეთი პოლიციელი გვჭირდება".

"პოლიციელზე ხელის აღმართვა, ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული და შესაბამისად, არცერთი პროფესია არ არის ინდულგენცია კონკრეტული ადამიანისთვის, რომ პოლიციელზე თავდასხმის შემთხვევაში ის რაიმე სახით აცდება შესაბამის სასჯელს და პასუხისმგებლობას.

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო შს მინისტრს, რომ ასეთი ღირსეული პოლიციელები ხელმძღვანელობენ დანაყოფებს როგორც ბათუმში, ასევე აჭარის რეგიონში როგორიც გახლავთ ბატონი გრიგოლ ბესელია, ასევე ირაკლი დგებუაძე. ასე რომ, ჩვენ ასეთი ბევრი პოლიციელი გვჭირდება, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს ქალაქში უზრუნველყოფენ მართლწესრიგის დაცვას და აღსრულებას“,- აცხადებს რიჟვაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics