06:43 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-20 09:36:47, 360 ნახვა

მსოფლიო
TikTok-მა აშშ-ში მუშაობა განაახლა

ოციალურმა პლატფორმა TikTok-მა შეერთებულ შტატებში მომსახურების აღდგენა დაიწყო მას შემდეგ, რაც არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გამოსცემდა ბრძანებას, რომელიც აპლიკაციის აკრძალვის შესახებ კანონის აღსრულებას გადაავადებდა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

“ორშაბათს გამოვცემ აღმასრულებელ ბრძანებას კანონით გათვალისწინებული აკრძალვის ძალაში შესვლის ვადის გახანგრძლივების შესახებ, რათა შევძლოთ გარიგება ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად“, - დაწერა ტრამპმა საკუთარ სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე.

TikTok-მა, მუშაობის განახლების შემდეგ, განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის ძალისხმევის შედეგად, TikTok-ი აშშ-ში დაბრუნდა. კომპანიამ ტრამპს მადლობა გადაუხადა და პირობა დადო, რომ იმუშავებს მასთან გრძელვადიან გადაწყვეტაზე, რომელიც შეერთებულ შტატებში TikTok-ის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.

შეერთებულ შტატებში გუშინ სოციალური პლატფორმა TikTok-ი გაითიშა. კომპანიამ განმარტა, რომ ამოქმედდა კანონი, რომელიც TikTok-ს კრძალავს.

შეგახსენებთ, ჯო ბაიდენმა აპრილში ხელი მოაწერა კანონს, რომლის თანახმადაც TikTok-ის მფლობელ ჩინურ კომპანია ByteDance-ს პლატფორმა არაჩინური კომპანიისთვის უნდა მიეყიდა, ან აპლიკაცია აშშ-ში 2025 წლის დასაწყისიდან უნდა აკრძალულიყო. გადაწყვეტილების მიზეზი იყო ამერიკელი კანონმდებლების შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ ByteDance-ი ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიდა. კერძოდ, კონგრესმენები შიშობდნენ, რომ ByteDance-ს მომხმარებლის მონაცემები, შესაძლოა, ჩინეთის მთავრობისთვის გაეზიარებინა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics