06:43 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-19 16:40:03, 548 ნახვა

მსოფლიო
ისრაელის მინისტრთა კაბინეტის სამი წევრი გადადგა

„ჰამასთან“ დაზავების გამო, ისრაელის მინისტრთა კაბინების სამი წევრი გადადგა. ამის შესახებ ისრაელის მედია იუწყება. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადების შემდეგ, გადადგომის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა იტამარ ბენ-გვირმა განაცხადა.

ბენ-გვირმა პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ყველა იდეოლოგიური წითელი ხაზის გადაკვეთაში დაადანაშაულა. მინისტრმა „ჰამასთან“ გარიგება „ტერორიზმის სრულ გამარჯვებად“ შეაფასა. ასევე გადადგნენ ბენ-გვირის თანაპარტიელები – მემკვიდრეობის მინისტრი ამიხაი ელიაჰუ და ნეგევის, გალილეის და ეროვნული მდგრადობის საკითხთა მინისტრი იცხაკ ვასერლაუფი.

პარტია „ოცმა იეჰუდიტმა“ კი მმართველი კოალიციიდან გასვლის შესახებ განაცხადა. პარტიაში განაცხადეს, რომ მზად არიან, დაბრუნდნენ კოალიციაში, თუ სამხედრო მოქმედებები „ჰამასის“ წინააღმდეგ განახლდება და გაგრძელდება სრულ გამარჯვებამდე. ამ პარტიის კოალიციიდან გასვლა არ გამოიწვევს კრიზისს მთავრობაში და ვადამდელ არჩევნებს, მაგრამ ასეთი ალბათობა რჩება, რადგან კოალიციიდან გასვლით სმოტრიჩი იმუქრება.

„ჰამასთან“ შეთანხმებას აკრიტიკებდა მთავრობის კიდევ ერთი წევრი – ფინანსთა მინისტრი და პარტია „რელიგიური სიონიზმის“ ლიდერი ბეცალელ სმოტრიჩი.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics