2025-01-18 21:39:03, 790 ნახვა
პოლიტიკა
აქცია თბილისში ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებიანი ნიღბებით
ფილარმონიასთან ნიღბების აკრძალვას და რეჟიმის სისასტიკეს აპროტესტებენ. ადგილზე შეკრებილ აქციის მონაწილეთა ნაწილს ივანიშვილის გამოსახულებიანი ნიღბები უკეთიათ და ამ ფორმით აპროტესტებენ რეპრესიებს.
"ცეცხლი ოლიგარქიას!" - სკანდირებენ აქციის მონაწილეები.
აქციის მონაწილეები, რომლებიც თავდაპირველად ფილარმონიასთან შეიკრიბნენ, მსვლელობით საკანონმდებლო ორგანოსთან მიდიან და იქ მიმდინარე აქციას შეუერთდებიან.
აქციის მონაწილეებს დაკავებული აქვთ მელიქიშვილის გამზირის საავტომობილო გზის ნაწილი.
მსვლელობის მონაწილეებს უკეთიათ ე.წ. „ბალაკლავა“ მათივე განმარტებით, ასეთი აქციები გაიმართება იქამდე, ვიდრე არ გათავისუფლდებიან აქციების დროს დაკავებულები და არ დაინიშნება არჩევნები.
ავტორი: ექსპრესნიუსი,