08:14 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-18 15:20:33, 508 ნახვა

მსოფლიო
ანალენა ბერბოკმა უარი თქვა ოლაფ შოლცთან ფოტოს გადაღებაზე და მინისტრთა სხდომა დატოვა

„ბილდის“ ცნობით, გერმანიის მინისტრთა კაბინეტში უთანხმოებაა.

როგორც გერმანული გამოცემა იუწყება, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა უარი თქვა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ფოტოს გადაღებაზე და მინისტრთა კაბინეტის სხდომა დატოვა.

როგორც გამოცემა წერს, ამის მიზეზი არის ის, რომ შოლცი ბლოკავს უკრაინისთვის სამი მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტის გადაცემას გერმანიაში დაგეგმილ ვადამდელ არჩევნებამდე.

გერმანული მედიის ცნობით, მანამდე ბერბოკმა ხმამაღლა გააკრიტიკა კანცლერის ვეტო. ბერბოკის თქმით, ოლაფ შოლცის ქცევა ზიანს აყენებს ევროპელი მოკავშირეების ნდობას გერმანიის მიმართ.

ცნობისთვის, გასულ კვირას „შპიგელმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი და თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი არჩევნებამდე უკრაინისთვის სამი მილიარდი ევროს ღირებულების იარაღის მიწოდებას ითხოვდნენ, მაგრამ შოლცმა ეს წინადადება დაბლოკა.

თავად შოლცმა განმარტა, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების ზრდის წინააღმდეგია, თუ ეს მოითხოვს ბიუჯეტის სხვა პუნქტების შემცირებას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics