20:35 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-04 17:23:24, 497 ნახვა

საზოგადოება
თბილისის ორ საბავშვო ბაღში სასაწავლო-სააღმზრდელო პროცესი დროებით შეჩერდება

თბილისის №132 და №95 საბავშვო ბაგა-ბაღში სასაწავლო-სააღმზრდელო პროცესი დროებით შეჩერდება.

როგორც „ექსპრესნიუსს“ მერიიდან აცნობეს, №132 ბაღში სასწავლო- სააღმზრდელო პროცესი 10 მარტიდან 20 აპრილის ჩათვლით შეჩერდება, ამის მიზეზი დავით აღმაშენებლის გამზირზე პროექტ „ახალი თბილისის“ ფარგლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

რაც შეეხება №95 ბაღს, მერიის ინფორმაციით, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი აქ 14 მარტიდან 28 მარტის ჩართვლით იქნება შეჩერებული, რადგან თბილისის მერიის სსიპ „ტექნოლოგიური განვითარების ფონდი“ შენობის ენერგოგაუმჯობესების ხელშემწყობ სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებს ატარებს.

„აღნიშნული ბაღების აღსაზრდელების მშობლებს საშუალება ექნებათ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ბავშვი ახლომდებარე ბაღებში მიიყვანონ, რასაც ბაღის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს“, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვისთვის და გავრცელებისთვის POG-მა 2 პირი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics