20:36 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-04 16:35:34, 494 ნახვა

საზოგადოება
თურქეთში ტერაქტის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა, 35 კი დაშავდა

თურქეთში ტერაქტის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა, 35 კი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც BBC იტყობინება, ტერაქტი თურქეთის აღმოსავლეთ რეგიონში მოხდა. დანაღმული მანქანა პოლიციის შენობასთან აფეთქდა.

აფეთქებამ მიმდებარე ტერიტორიაზე სხვა შენობებიც დააზიანა. უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, ტერაქტი ქურთთა მუშათა პარტიის წევრებმა განახორციელეს.

აფეთქების შემდეგ ადგილზე სამართალდამცავებსა და ქურთ მებრძოლებს შორის შეტაკებაც მოხდა. ანკარას ბრალდების მიუხედავად, ქურთ სეპარატისტებს ტერაქტზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არ აუღიათ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვისთვის და გავრცელებისთვის POG-მა 2 პირი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics