2025-01-16 17:57:04, 429 ნახვა
პოლიტიკა
ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - შოკირებული ვართ გიორგი გახარიაზე თავდასხმით, საქართველოში პოლიტიკურმა ძალადობამ ახალ დონეს მიაღწია
ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ოპოზიციის ლიდერზე, გიორგი გახარიაზე თავდასხმას გამოეხმაურა. მათი განცხადებით, პოლიტიკურმა ძალადობამ საქართველოში ახალ დონეს მიაღწია. სამინისტრო, ოფიციალურ პირებს ძალადობის აღკვეთისკენ მოუწოდებს.
"შოკირებული ვართ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიაზე თავდასხმით. საქართველოში პოლიტიკურმა ძალადობამ კიდევ ახალ დონეს მიაღწია. საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ, გამოუძიონ მომხდარი და პოლიტიკური და სამოქალაქო ოპოზიციის წინააღმდეგ შემდგომი ძალადობა აღკვეთონ", - ნათქვამია განცხადებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,