11:15 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-16 15:23:22, 335 ნახვა

მსოფლიო
ბულგარეთის პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა

ბულგარეთის პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი კოალიცია „მოქალაქეები ბულგარეთის ევროპული განვითარებისთვის - დემოკრატიული ძალების კავშირის“ წარმომადგენელი, როსენ ჟელიაზკოვი გახდა.

როსენ ჟელიაზკოვის მთავრობის შემადგენლობას მხარი 125-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 114-მა ხმა მის წინააღმდეგ მისცა.

ბულგარეთის ახალი მთავრობის შემადგენლობაში 19 მინისტრი იქნება. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი გეორგ გეორგიევი გახდა, ხოლო თავდაცვის სამინისტროს ატანას ზაპრიანოვი უხელმძღვანელებს.

ცნობისთვის, ოქტომბერში გამართულ ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნებში კოალიციამ „მოქალაქეები ბულგარეთის ევროპული განვითარებისთვის - დემოკრატიული ძალების კავშირი“ გაიმარჯვა, თუმცა პარლამენტში უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლო და ბოლო თვეების განმავლობაში მთავრობის ფორმირების შესახებ სხვა პოლიტიკურ პარტიებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიდანი: თურქეთი მზადაა სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის
აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში კიდევ 18 F-35A გამანადგურებელი განათავსა
თეირანი ჰორმუზის სრუტის გავლით გადასასვლელად საფასურს დააწესებს მემორანდუმის შესაბამისად
მეწყერის გამო სოფელ მაღაროსკართან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics