11:15 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-16 13:52:38, 334 ნახვა

მსოფლიო
იტალიის თავდაცვის მინისტრი კიევში ჩავიდა

იტალიის თავდაცვის მინისტრი, გვიდო კროზეტო ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია იტალიის საელჩოზე დაყრდნობით ავრცელებს.

საელჩოს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში კროზეტო კიევში რამდენიმე შეხვედრას გამართავს.

აღსანიშნავია, რომ დღესვე კიევში გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი ჩავიდა, რომელიც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.

შეგახსენებთ, უკრაინის თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი 9 იანვარს გვიდო კროზეტოს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის განკუთვნილ რაკეტებზე, რომელიც იტალიამ, შესაძლოა, უკრაინას მიაწოდოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიდანი: თურქეთი მზადაა სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის
აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში კიდევ 18 F-35A გამანადგურებელი განათავსა
თეირანი ჰორმუზის სრუტის გავლით გადასასვლელად საფასურს დააწესებს მემორანდუმის შესაბამისად
მეწყერის გამო სოფელ მაღაროსკართან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics