2025-01-15 17:54:16, 308 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - ეს არის რეჟიმი ხალხის წინააღმდეგ
საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში მიმდინარე ბოლოდროინდელ მოვლენებს სოციალურ ქსელ X-ში ეხმაურება.
"რუსული სტილის რეჟიმის ახალი ეტაპი: რეპრესიები #საქართველოსპროტესტის ჩასახშობად. ივანიშვილის სამოქალაქო დაპირისპირების ნარატივი ჩავარდება. ეს არის რეჟიმი ხალხის წინააღმდეგ და ისტორია გვიჩვენებს, რომ ხალხი ყოველთვის იმარჯვებს".
სალომე ზურაბიშვილი ასევე პოლიტიკოს გიორგი გახარიას მიმართ განხორციელებულ ძალადობაზეც წერს:
"მკაცრად ვგმობ ფიზიკურ თავდასხმას ოპოზიციის ლიდერსა და ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიაზე. ძალადობა მიუღებელია, იქნება ეს პოლიტიკური ლიდერის თუ რომელიმე მოქალაქის მიმართ. ამის მოთმენა არ შეიძლება". - აღნიშნავს ზურაბიშვილი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,