10:06 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-15 14:00:58, 376 ნახვა

საზოგადოება
სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში 15-17 იანვარს მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი, მთაში თოვლი

გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში 15-17 იანვარს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 15-17 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი, მთაში თოვლის სახით.

„15 იანვარს  თბილისში შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი. 16 და 17 იანვარს კი მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8 +10 გრადუსი დაფიქსირდება

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 15 – 17 იანვარს მოსალოდნელია წვიმა, ჰაერის ტემპერატურა 15 იანვარს დღისით +11 +13 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, ხოლო 16 -17 იანვარს +6,+8 გრადუსამდე დაიწევს.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 15 – 17 იანვარს მოსალოდნელია წვიმა, ჰაერის ტემპერატურა 15 იანვარს დღისით +14 +16 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, ხოლო 16-17 იანვარს +5,+7 გრადუსამდე დაიწევს.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 15 – 17 იანვარს მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ჰაერის ტემპერატურა 15 იანვარს დღისით +10 +12 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, ხოლო 16-17 იანვარს +3,+5 გრადუსამდე დაიწევს.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 15 – 17 იანვარს მოსალოდნელია თოვლი, შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +1+3 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 15-17 იანვარს შესაძლებელია წვიმა, 16-17 იანვარს ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7 +9 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 15 იანვარს შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი, 16-17 იანვარს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7,+9, გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 15 –17 იანვარს მოსალოდნელია ნალექი უმეტესად თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +3+5 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 15-17 იანვარს მოსალოდნელია თოვლი, ზოგან შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი. ჰაერის ტემპერატურა დღისით -1,+1 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება“, –  ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტიმ კუკი Apple-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან ტოვებს, მას ჯონ ტერნუსი შეცვლის
Axios: ირანის უზენაესმა ლიდერმა ტრამპის ახალი მუქარის შემდეგ აშშ-სთან მოლაპარაკებების გაგრძელების ბრძანება გასცა
ესტონეთი ზელენსკის ბალტიისპირეთის ქვეყნებზე რუსეთის შესაძლო თავდასხმის შესახებ გაკეთებული განცხადებების გამო აკრიტიკებს
მადიარი ზელენსკის ულტიმატუმის ენით ესაუბრება და რუსული ნავთობის მიწოდების განახლებას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics