12:39 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-14 16:40:17, 431 ნახვა

პოლიტიკა
ნინო ლომჯარია - შეხვედრაზე მომხსენებლებს ინფორმაციას მივაწვდით ბოლო დღეებში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით

შეხვედრაზე მომხსენებლებს ინფორმაციას მივაწვდით ბოლო დღეებში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, რომ რეჟიმი კიდევ უფრო აგრესიული გახდა და ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის მხრიდან რეპრესიები მიმდინარეობს, - ამის შესახებ სამოქალაქო პლატფორმის „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელმა, ნინო ლომჯარიამ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლებს მიაწვდიან ინფორმაციას, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმესთან და მისი პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით.

„ნოემბრიდან მოყოლებული ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვაწვდით ინფორმაციას ევროსაბჭოს, მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. მათ აქვთ ინფორმაცია, ნაწამები ადამიანების შესახებ, რაზეც კიდევ ერთხელ ვისაუბრებთ, ასევე აქციების დროს ნაცემ და ნაწამებ ჟურნალისტებისა და მოქალაქეების შესახებ ვისაუბრებთ, ასევე ძარცვისა და არაადამიანურ მოპყრობაზეც.

მათ პერიოდულობით ვაწვდით ინფორმაციას ამ მოვლენებთან დაკავშირებით. შეხვედრაზე ყურადღებას "ქართული ოცნების მიერ მიღებულ შემლახავ კანონებსა და მისი აღსრულების მექანიზმებზე გავამახვილებთ",- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საპატრიარქოში სინოდის სხდომა დაიწყო
მეუფე საბა ინწკირველი - დღევანდელი დღე არის ისტორიული. დიდი მოლოდინია, დიდი ინტერესია
ბიზნესის მოდული თიბისი კამპუსში - სივრცე მათთვის, ვისაც იდეების სჯერა
„ოქროს მოსამართლე“ ხახალევა თბილისში ცხოვრობს; რუსეთი მისი აქტივების კონფისკაციას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics