13:53 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-14 15:15:52, 476 ნახვა

პოლიტიკა
ევროპარლამენტარი - როცა აშშ სანქციებს უწესებს ოლიგარქ ივანიშვილს, ევროკავშირის ქმედება არასაკმარისია

მაშინ, როდესაც შეერთებული შტატები უწესებს სანქციებს ოლიგარქ ივანიშვილს, საბჭო მხოლოდ ამზადებს გეგმებს ქართველი ჩინოვნიკებისთვის დიპლომატიური პასპორტების გაუქმების შესახებ, რაც სრულიად არასაკმარისია, - ამის შესახებ ნიდერლანდელმა ევროპარლამენტარმა რენიერ ვან ლანშოტმა ევროპარლამენტში, საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსს უსმენენ.

„გმადლობთ, რომ პირდაპირ უკრაინაზე გადახვედით. სრულად ვუჭერ მხარს იმას, რომ ეს თქვენი პრიორიტეტების სიაში ნომერი პირველი პრიორიტეტია. მაშინ როცა ტრამპი თეთრ სახლში ბრუნდება, პირველი ტესტი ევროპის შესაძლებლობისთვის, იზრუნოს საკუთარ უსაფრთხოებაზე საქართველოში ხდება. უპრეცედენტო რაოდენობით ქართველი ხალხი რამდენიმე თვეა მობილიზებულია, რათა პროტესტი გამოხატოს რეჟიმის მიმართ, რომელიც, საკუთარი ხალხის ნების წინააღმდეგ, გულში იკრავს რუსეთს, რადგან საქართველოში მოსახლეობის დიდი უმრავლესობა პროევროპულია და ეს მე თავად მოვისმინე გასულ თვეში თბილისში ვიზიტის დროს. ისინი ითხოვენ ჩვენს მხარდაჭერას და ჩვენ უნდა მივცეთ ეს მხარდაჭერა. იმედი მაქვს, რომ საქართველო თქვენს პრიორიტეტთა სიაში უფრო მაღლა იქნება. მაშინ, როდესაც შეერთებული შტატები უწესებს სანქციებს ოლიგარქ ივანიშვილს, საბჭო მხოლოდ ამზადებს გეგმებს ქართველი ჩინოვნიკებისთვის დიპლომატიური პასპორტების გაუქმების შესახებ, რაც სრულიად არასაკმარისია“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

მან მარტა კოსს ჰკითხა, რის გაკეთებას აპირებს სანქციების დასაწესებლად, უჭერს თუ არა მხარს საქართველოში ახალი, დამოუკიდებელი არჩევნების ჩატარების შესახებ მოწოდებას და რა სხვა ზომებს მიიღებს ქართველი დემოკრატების დასახმარებლად, რაზეც ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში უპასუხა: „გეთანხმები, რენიერ ვან ლანშოტ. მე, პირადად, საქართველოს სიამოვნებით დავაყენებდი დღის წესრიგში უფრო მაღლა“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
წინანდლის მამულში ვარდობისთვე გაიმართება - პროექტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია SOLO
სომხეთის პრემიერის სპიკერი უარყოფს ცნობებს საქართველოსთვის სოფლის გადაცემაზე შეთანხმების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics