15:03 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-13 14:06:37, 368 ნახვა

პოლიტიკა
სოფო ჯაფარიძე - „ქართული ოცნება“ დგას მხოლოდ შიშზე და მისგან ნაკარნახევ ძალადობაზე

„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა, სოფო ჯაფარიძემ, ლევან სანიკიძემ და იგორ ნარმანიამ რესტორან „ბაბილოსთან“ ენმ-ის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრების დაკავებასთან დაკავშირებით დიღმის იზოლატორთან დღეს ბრიფინგი გამართეს.

როგორც სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, დღეს „ქართული ოცნება“ დგას მხოლოდ შიშზე და მისგან ნაკარნახევ ძალადობაზე.

„ბიძინა ივანიშვილის უმთავრესი საყრდენი დღეს არის სწორედ ეს უსამართლო, დასანქცირებული მოსამართლეები, რომლებიც 19-20 წლის თავისუფლებისთვის მებრძოლ, სამშობლოზე უზომოდ შეყვარებულ პატრიოტ ახალგაზრდებს თვალის დაუხამხამებლად უშვებს საპატიმროებში. მინდა, კარგად ახსოვდეს ყველას, რომ ეს უსამართლობა, ძალიან მალე დასრულდება. გუშინ სწორედ მათ წინააღმდეგ მიმართულ მშვიდობიან აქციაზე დააკავეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები სხვა პატრიოტ თანამბრძოლებთან ერთად. ჩვენ მოვითხოვთ იმ ადამიანების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, რომლებიც სრულიად უკანონოდ დააპატიმრეს. არავითარი კანონდარღვევა არ ყოფილა გუშინ მათი მხრიდან. მართლა სასაცილოა უკანონობაზე და კანონდარღვევაზე საუბარი იმ ე.წ. ხელისუფლების მხრიდან, რომელიც არ არის აღიარებული არავისგან, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ. ბიჭებო, თქვენ გვერდით ვდგავართ, იყავით მაგრად. ეს უკანონობა ძალიან მალე დასრულდება. ჩვენს ქვეყანაში სამართალი იზეიმებს და ერთად ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
წინანდლის მამულში ვარდობისთვე გაიმართება - პროექტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია SOLO
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics