13:16 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-11 14:40:11, 490 ნახვა

სამართალი
საპროტესტო აქციებზე დაკავებულებს საზოგადოებრივი ადვოკატები დაენიშნებათ

საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ხუთი პირისთვის საზოგადოებრივი ადვოკატები დაინიშნება. ეს გადაწყვეტილება სასამართლომ მას შემდეგ მიიღო, რაც ბრალდებულებმა და მათმა ადვოკატებმა სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს. მათი მოთხოვნა მოსამართლეს სხდომის დარბაზის შეცვლასთან დაკავშირებით უკმაყოფილების საფუძველი გახდა, თუმცა შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

ადვოკატების განმარტებით, მათ პროცესში მონაწილეობის გაგრძელებაზე უარი არ უთქვამთ, თუმცა ბრალდებულებისთვის და თავად ადვოკატებისთვის სათანადო სამუშაო პირობებს ითხოვენ.

დაკავებულებიდან ოთხი:  ნიკოლოზ ჯავახიშვილი, გიორგი გორგაძე, ზვიად ცეცხლაძე და ირაკლი მიმინოშვილი, 21 წლამდე ასაკის პირები არიან. კიდევ ერთი ბრალდებული, ინსაფ ალიევი, ქართული ენის არცოდნის გამო სავალდებულო დაცვას საჭიროებს. შესაბამისად, აღნიშნულ პირთათვის საზოგადოებრივი ადვოკატების ჩართვა კანონით გათვალისწინებულია.

დანარჩენი ბრალდებულების შემთხვევაში, პროცესის გაგრძელებას მხარეთა არ გამოცხადება ხელს არ უშლის.

სასამართლო პროცესი დროებით შეჩერებულია, სანამ საზოგადოებრივი ადვოკატები საქმეში ჩაერთვებიან.

ბრალდებები და სასჯელის ზომა

ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობაში ედავებიან. მათ 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ხუთ ბრალდებულს,  გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძესა და ნიკოლოზ ჯავახიშვილს,  ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა ედებათ ბრალად, რაც 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის საკითხის აქტუალიზაციაზე ამბობს, რომ არაკვალიფიციურობით გამოწვეული მცდარი შეხედულებების ტირაჟირება მიმდინარეობს
მაღაზიების ძარცვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 15 წლის მოზარდი დააკავეს
ციფრული ტრანსფორმაციის პრაქტიკული შედეგები: როგორ ცვლის „თეგეტა ჰოლდინგი“ იურიდიულ პროცესებს Lawformer-თან პარტნიორობით
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა განახლებული პროგნოზები: უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა, ინფლაცია, და სტაბილური ლარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics