15:47 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-10 17:03:20, 496 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა მელია - “ ქოცებმა“ იმიტომ გააყალბეს არჩევნები რომ მათმა პროპაგანდამ „აბა, ომი გინდა?!“ არ იმუშავა

უნდა ჩამოვყალიბდეთ, „ოცნებამ“ არჩევნები მოიგო ეფექტური მესიჯით, „აბა, ომი გინდა?!“, თუ არჩევნები გაყალბდა, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში დაწერა

მელიას თქმით, არჩევნები არნახული მასშტაბით, მასობრივად გაყალბდა.

„უნდა ჩამოვყალიბდეთ, „ოცნებამ“ ეფექტური მესიჯით, „აბა, ომი გინდა?!“, მოიგო არჩევნები თუ არჩევნები გაყალბდა. „ოცნების“ პროპაგანდას ვერ გაეცა სათანადო პასუხი და იმიტომ მოიგეს თუ სწორედ იმიტომ გააყალბეს არჩევნები რომ მათმა პროპაგანდამ არ იმუშავა. არჩევნები არნახული მასშტაბით, მასობრივად გაყალბდა. ამ არჩევნების შედეგები დემოკრატიულ მსოფლიოში არავის უღიარებია, ამ არჩევნებს არ აქვს არც საერთაშორისო და არც ქართველი ხალხის ლეგიტიმაცია. „ოცნებამ“ არჩევნები წააგო, მათმა პროპაგანდამ არ იმუშავა და დღეს იმაზე საუბარი, რომ „ქოცების“ პროპაგანდას პასუხი ვერ გაეცა და ამიტომ მოახერხეს მათ საზოგადოების დიდი ნაწილის შეცდომაში შეყვანა და ჰქონდათ შედეგი, რბილად რომ ვთქვათ არასერიოზულია. ხალხმა უშეცდომოდ გაიაზრა საიდან მოდის ომის საფრთხე და გააკეთა არჩევანი სწორედ მშვიდობისთვის – გახდეს კოლექტიური უსაფრთხოების სისტემის, ევროკავშირის, დასავლური ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილი. ეს არჩევანია ახლა მოპარული.

„აბა, ომი გინდა?“ – „ოცნების“ პარტიული აქტივის (გამგებლების, მერების, მათი ცოლებისა და ოჯახების) თავის სამართლებელ მესიჯად აქციეს. აბა, იმას ხომ არ იტყოდნენ, იმიტომ ვაძლევ „ოცნებას“ ხმას, რომ ფულის მოპარვის, ტენდერის ჩაწყობის და ა.შ. საშუალებას მაძლევსო. მთელი საარჩევნო კამპანია რეგიონში გავატარე, ოთხი თვის განმავლობაში ვიყავი საქართველოს ყველა მხარეში, თითქმის ყველა ქალაქში, არაერთ სოფელში და არსად ამომრჩევლისგან არ გამიგია „ოცნების“ ეს მესიჯი და თუ ვინმესგან გამიგია, ისევ გამგებლებისგან/ბიუროკრატებისგან და „ოცნების“ აგიტატორებისგან. ასე რომ, ახლა ამ თემაზე დისკუსიის მსურველები საბოლოოდ უნდა ჩამოვყალიბდეთ – ეს არჩევნები გაყალბდა თუ „ოცნებამ,“ „პასუხგაუცემელი“ ნარატივით მოიგო არჩევნები“, – წერს მელია სოციალურ ქსელში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics