19:21 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-08 13:04:39, 386 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე - სანქციები გამოყენებულია მხოლოდ იმისთვის, რომ ქვეყნის სუვერენიტეტის სადარაჯოზე მყოფი ადამიანების მიმართ შანტაჟი და ზეწოლა განხორციელდეს

სანქციები, სამწუხაროდ, ახლა გამოყენებულია მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ქვეყანაზე მზრუნველი და ქვეყნის სუვერენიტეტის სადარაჯოზე მყოფი ადამიანების მიმართ შანტაჟი და ზეწოლა განხორციელდეს, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, რამდენიმე სახელმწიფოს მიერ დაწესებული ფინანსური სანქციები და სავიზო შეზღუდვები პოლიტიკოსებისა და ხელისუფლების მაღალი რანგის თანამდებობის პირების მიმართ, „გამოყენებულია, როგორც მაგალითი სხვა ადამიანებისთვის, რომ „ზუსტად იგივე დაგემართებათ, რაც დასანქცირებულ ადამიანებს მოუვიდათო“.

„სანქციები, სამწუხაროდ, ახლა გამოყენებულია მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ქვეყანაზე მზრუნველი და ქვეყნის სუვერენიტეტის სადარაჯოზე მყოფი ადამიანების მიმართ შანტაჟი და ზეწოლა განხორციელდეს. ეს სანქციები გამოყენებულია, როგორც მაგალითი სხვა ადამიანებისთვის, რომ „ზუსტად იგივე დაგემართებათ, რაც დასანქცირებულ ადამიანებს მოუვიდათო“. მნიშვნელოვანია, ხაზი გაესვას, რომ ანალოგიურად დასანქცირდა უნგრეთში პრემიერის ადმინისტრაციის უფროსი. თითიდან გამოწოვილი რაღაც მიზეზით, მხოლოდ იმიტომ, რომ უნგრეთიც საქართველოს მსგავსად არის თავისი ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე. იმისთვის, რომ თავისი ქვეყნის სუვერენიტეტი გააძლიეროს და არ ემორჩილება „გლობალური ომის პარტიის“, იგივე „დიფ სთეითის“ მიზნებს და სწრაფვებს, თავის ქვეყანაში ამ ყველაფერს არ ატარებს. ზუსტად ამისთვის ისჯებიან ეს ადამიანები, მაგრამ რაც არ უნდა სასჯელები გამოიყენონ, დაგვაშანტაჟონ და რაც არ უნდა ეცადონ, რომ ჩვენ გმირ პოლიციელებს თუ მოქალაქეებს პასუხი აგებინონ ქვეყნის სიყვარულისთვის, საბოლოო ჯამში, მათი ქმედებები ჩაფლავდება, იმიტომ რომ ქართველი ერის წინააღმდეგ ბრძოლა არავის გასვლია“, - განაცხადა გორდულაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics