13:15 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-07 15:15:31, 3413 ნახვა

საზოგადოება
საჯარო რეესტრმა გიორგი გაბუნიას მთავარი არხის დირექტორობიდან გადაყენების მოთხოვნა შეაჩერა

საჯარო რეესტრმა მთავარი არხის ერთ-ერთი მეწილის ზაზა ოქუაშვილის წარმომადგენლს, გიორგი [გოგი] ქურდაძის არხის გენერალური დირექტორის გიორგი გაბუნია თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნა შეუჩერა.

რეესტრი გადაწყვეტილების დასაბუთებაში წერს, რომ ქურდაძის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საჭიროა დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა, შესაბამისად ამ ეტაპზე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად კანონით გათვალიწინებული საფუძველი არ არსებობს

გარდა ამისა, საჯარო რეესტრი ასევე განმარტავს, რომ გაბუნიას გადასაყენებლად არსებობს კიდევ ერთი გზა, კერძოდ არხის დამფუძნებლების [პარტნიორთა კრების] მიერ მიღებული გადაწყვეტილება. თუმცა ქურდაძეს არც მსგავსი დოკუმენტი არ წარუდგენია. 

"მოთხოვნილი ცვლილების რეგისტრაციის მიზნით წარმოსადგენია გიორგი გაბუნიას ნების გამოვლენის დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული, პირადი განცხადება გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით", - წერია საჯარო რეესტრის დასკვნაში.

მთავარი არხის ერთ-ერთ დირექტორს, გიორგი [გოგი] ქურდაძეს 30 დღე აქვს რეესტრის გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის.

11 დეკემბერს, მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა გიორგი გაბუნიამ განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა დახუროს მთავარი არხი. გაბუნიას თქმით, ოქუაშვილი მისი დანიშნული დირექტორის, გოგი ქურდაძის ხელით ბლოკავს ყველა ფინანსურ ოპერაციას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის საკითხის აქტუალიზაციაზე ამბობს, რომ არაკვალიფიციურობით გამოწვეული მცდარი შეხედულებების ტირაჟირება მიმდინარეობს
მაღაზიების ძარცვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 15 წლის მოზარდი დააკავეს
ციფრული ტრანსფორმაციის პრაქტიკული შედეგები: როგორ ცვლის „თეგეტა ჰოლდინგი“ იურიდიულ პროცესებს Lawformer-თან პარტნიორობით
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა განახლებული პროგნოზები: უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა, ინფლაცია, და სტაბილური ლარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics