23:12 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-03 13:00:59, 521 ნახვა

საზოგადოება
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელობამ მანდილოსნებს დედის დღე მიულოცა

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ბუთხუზი და დირექტორის მოადგილე მაკა გვარამია ცენტრის პირველ ფილიალს ესტუმრნენ.

მერიის ინფორმაციით, მათ მანდილოსან თანამშრომლებს დედის დღე მიულოცეს და საჩუქრად ტორტი და ყვავილების თაიგული გადასცეს.

გიორგი ბუთხუზმა ქალბატონებს თავდადებული შრომისთვის მადლობა გადაუხადა  და აღნიშნა, რომ მიუხედავად დაძაბული სამსახურისა, ისინი შესანიშნავ მანდილოსნებად და დედებად რჩებიან. მისივე თქმით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი ამაყობს, რომ სასწრაფოში ასეთი პროფესიონალი ექიმი ქალბატონები მუშაობენ. 

მთლიანობაში, დღეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის სხვადასხვა სამსახურის ხელმძღვანელებმა ცენტრის ცამეტივე ფილიალი მოინახულეს და იქ მომუშავე ქალბატონებს დღესასწაული ტორტებით და ყვავილების თაიგულებით მიულოცეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics