13:42 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-07 14:09:34, 394 ნახვა

მსოფლიო
ლუკაშენკო - ისეთი დიქტატურა, როგორიც ბელარუსშია უკეთესია, ვიდრე ისეთი დემოკრატია, როგორიც უკრაინაშია

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს ქვეყანაში მშვიდობის შესანარჩუნებლად.

„ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ბელარუსში მშვიდობა შენარჩუნდეს. ჩვენთვის მთავარია მშვიდობის შენარჩუნება. არ იქნება მშვიდობა - არაფერი გჭირდება“, - ციტირებს ლუკაშენკოს სააგენტო „ბელტა“.

ამასთან, ლუკაშენკომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ უკეთესია ბელარუსის მსგავსი დიქტატურა, ვიდრე უკრაინის მსგავსი დემოკრატია.

„რატომ იქცევა ვოლოდია ზელენსკი ასე? ჩვენ კარგად ვიყავით მასთან, კარგ ურთიერთობაში. რაებს ჩმახავს? რა აკლია? ისინი მას ბრძანებას აძლევენ. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ქვეყანა ომში ჩავითრიოთ. თუ ომში ჩაგვითრევენ, რთული ვითარება იქნება. შეიძლება, როგორც სახელმწიფომ, ვერ გავუძლოთ. ამიტომ ყველაფერს მოთმინებით და დაჟინებით ვაკეთებ, როგორც უფალი და ეკლესია გვასწავლის. მოდით, გავაკეთოთ ჩვენი საქმე. დრო ყველაფერს დაალაგებს. დრო ყველას მისცემს შეფასებას, მაგრამ ჩვენ გვჭირდება მოთმინება. დაე, თქვან, რომ აქ დიქტატურა გვაქვს, ან სხვა რამ. მისმინეთ, ისეთი დიქტატურა, როგორიც ბელარუსშია, უკეთესია, ვიდრე ისეთი დემოკრატია, როგორიც უკრაინაშია“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პენიტენციური: რატიანის კომუნიკაცია სხვა მსჯავრდებულებთან შესაძლოა, გარკვეულ რისკს შეიცავდეს
ლევან ხაბეიშვილის ოპოზიციას მიმართავს
ბიზნესმენი რესან ქიქავა: ბიზნესმენს წაერთვა აზრის გამოხატვის თავისუფლება
პენცენტრი: ხელისუფლება განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდება ქართველ პოეტს, ზვიად რატიანს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics