|
2025-01-07 11:59:02, 385 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტი ვენესუელის ოპოზიციის ლიდერს შეხვდა
ჯო ბაიდენი ვენესუელის ოპოზიციის ლიდერს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს. „დღეს ვენესუელის არჩეულ პრეზიდენტს, ედმუნდო გონსალესს ვუმასპინძლე. კაცს, რომლის კამპანიამაც მილიონობით ადამიანი შთააგონა და რომელმაც ოთხ დღეში ფიცი უნდა დადოს. ვენესუელელი ხალხი საპრეზიდენტო არჩევნებში ნამდვილი გამარჯვებულისთვის ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემას იმსახურებს“, - წერს ჯო ბაიდენი. ვენესუელის მოქმედი პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს ინაუგურაცია პარასკევს, 10 იანვარს გაიმართება. შეგახსენებთ, ვენესუელის საარჩევნო ორგანომ 28 ივლისს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ნიკოლას მადურო გამოაცხადა. არჩევნების შემდეგ ვენესუელაში საპროტესტო აქციები დაიწყო და ხელისუფლებამ 2000-ზე მეტი ადამიანი დააკავა. ოპოზიციის განცხადებით, არჩევნებში მათმა კანდიდატმა ედმუნდო გონსალესმა გაიმარჯვა, რომელმაც მოგვიანებით ქვეყანა დატოვა. აშშ ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ედმუნდო გონსალესს აღიარებს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)