|
2025-01-07 11:44:30, 378 ნახვა
მსოფლიო
ტრამპმა კიდევ ერთხელ შესთავაზა კანადას შეერთებულ შტატებთან გაერთიანება
აშშ-ის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაიმეორა თავისი წინადადება, რომ კანადა შეერთებულ შტატებთან უნდა გაერთიანდეს. "თუ კანადა გაერთიანდებოდა აშშ-სთან, არ იქნებოდა ტარიფები, გადასახადები მნიშვნელოვნად შემცირდებოდა და ისინი მთლიანად დაცულნი იქნებოდნენ რუსული და ჩინური გემების საფრთხისგან, რომლებიც მუდმივად გარს ახვევენ მათ. ერთად, რა დიდი ერი იქნებოდა ეს." - დაწერა , თეთრი სახლის მომავალმა ხელმძღვანელმა სოციალურ ქსელ Truth Social-ზე, რომელსაც ის ფლობს და ტრადიციულად თავის გამოსვლას რამდენიმე ძახილის ნიშანი დაუმატა. ამგვარად, ტრამპი გამოეხმაურა კანადის პრემიერ-მინისტრის ჯასტინ ტრუდოს მოახლოებული გადადგომის შესახებ განცხადებას, რომელიც რამდენიმე საათით ადრე გაკეთდა. "ბევრ ადამიანს კანადაში უყვარს 51-ე შტატად ყოფნა. შეერთებული შტატები ვეღარ მოითმენს უზარმაზარ სავაჭრო დეფიციტს და სუბსიდიებს, რაც კანადას სჭირდება, რომ დარჩეს. ჯასტინ ტრუდომ ეს იცოდა და გადადგა", - ნათქვამია მის შეტყობინებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)