20:52 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-06 20:02:41, 442 ნახვა

პოლიტიკა
ზელენსკი- აფხაზეთი უბრალოდ იმიტომ მოკვდა, რომ პუტინს ასე სურდა

ვლადიმერ პუტინს სურს ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა ტერიტორიაზე გავლენის დაბრუნება და თანდათან აკეთებს ამას“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ამერიკელ ბლოგერთან და პოდკასტერ ლექს ფრიდმანთან ინტერვიუში.

„საქართველო, რომელიც მიემართებოდა ევროკავშირისა და ნატოსკენ, მთლიანად რუსეთისკენ იბრუნება, მიუხედავად იმისა, რომ მათ აქვთ გაყინული კონფლიქტები. მათ აქვთ აფხაზეთი“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, დღეს აფხაზეთი, ისევე როგორც დონბასი, არ ვითარდება: „საქართველოს ძალიან ლამაზი ნაწილი უბრალოდ გარდაიცვალა, რადგან პუტინს ასე სურდა და არ დაუშვა აფხაზეთის განვითარება“.

„გაყინული კონფლიქტი ნიშნავს იმას, რომ დიდი ალბათობით არ მიგიღებენ ევროკავშირში და აუცილებლად არ მიგიღებენ ნატოში. იმიტომ რომ ახლა ასეა. არის გაყინული კონფლიქტი, რაც ნიშნავს, რომ ისინი არ წაგიყვანთ. და ეს არის ის, რაც პუტინმა გააკეთა. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გავლენა არ დაკარგოს. ანუ მან მოაბრუნა საქართველო. ახალგაზრდები, სტუდენტები - ყველა მიდის და ეს ფაქტია. საქართველო პატარა ქვეყანაა და გადინება გაგრძელდება. მათ უნდათ ევროპაში ცხოვრება, მათ უნდათ განვითარება - ზოგს შეერთებულ შტატებში, ზოგს ევროკავშირში, ზოგს ბრიტანეთში“, - თქვა ზელენსკიმ და დასძინა, რომ პუტინი მალე „დაიწყებს მოლდოვას განვითარებას“.

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ სამსაათიანი ინტერვიუ მისცა ერთ-ერთ ყველაზე ციტირებულ ამერიკელ ბლოგერს, ლექს ფრიდმანს, რომლის დროსაც მან არაერთი კრიტიკული განცხადება გააკეთა დასავლეთის ქვეყნების მიმართ, რომლებიც უკრაინას რუსული აგრესიის მოგერიებაში ეხმარებიან. თანამოსაუბრეები შეთანხმდნენ უკრაინულ ენაზე თარჯიმნის მეშვეობით, თუმცა ფრიდმანიც და ზელენსკიც რუსულად საუბრობენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics