20:51 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-06 13:14:50, 365 ნახვა

პოლიტიკა
დანიელ ფრიდი - ივანიშვილი რუსეთის აგენტობისთვის დასანქცირდა, რაც ნიშნავს, რომ აშშ-ს ინფორმაცია აქვს

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების პოლიტიკის ყოფილი კოორდინატორი, დენიელ ფრიდი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში შეერთებული შტატების მხრიდან ივანიშვილის დასანქცირების მნიშვნელობაზე საუბრობს. 

როგორც ფრიდი განმარტავს, ის ფაქტი, რომ აშშ-მ ივანიშვილი რუსეთის აგენტობისთვის დაასანქცირა, ნიშნავს, რომ მათ აქვთ ინფორმაცია ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის კრემლის სასარგებლოდ მოქმედების შესახებ. 

"ძალიან საინტერესოა, რომ შეერთებულმა შტატებმა ივანიშვილს სანქციები დაუწესა რუსეთის აგენტად მოქმედების, ან რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ ქმედებისთვის. სანქციები დაწესდა კონკრეტული აღმასრულებელი ბრძანებით, რომელიც მიზანში იღებს რუს აგენტებს და იმ აგენტებს, ვინც რუსული ინტერესების დაწინაურებისთვის მოქმედებენ. ეს საკმაოდ საინტერესოა, რადგან ეს ნიშნავს, რომ შეერთებულ შტატებს აქვს ინფორმაცია ივანიშვილის კრემლისთვის მოქმედების შესახებ.

ასევე შეხედეთ სიტყვებს, რომელიც გამოყენებულია სანქციის ტექსტში. ამერიკას შეეძლო, ივანიშვილისთვის სანქციები ადამიანის უფლებების დარღვევის გამო, "მაგნიტსკის გლობალური აქტით" დაეწესებინა. ამის ნაცვლად, მათ სანქციები რუსეთის სასარგებლოდ ქმედებისთვის დააწესეს. ეს ძალიან საინტერესოა, განსაკუთრებით იმის გამო, რომ რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ აგრესიულადაა განწყობილი, განსაკუთრებით კი 2008 წლის შემდეგ" - ამბობს ფრიდი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics