20:51 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-06 10:18:55, 350 ნახვა

პოლიტიკა
კონგრესმენი უილსონი - მოვუწოდე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, არ წავიდეს თბილისში ამ დროს

მე მოვუწოდე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, პია კაუმას არ წავიდეს თბილისში ამ დროს, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი პლატფორმა X-ზე წერს, სადაც პია კაუმასთვის გაგზავნილი წერილის ასლს აქვეყნებს.

ამერიკელი კონგრესმენი პია კაუმას მიმართავს, საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს გადახედოს.

„ივანიშვილის რეჟიმი ამ ვიზიტს მხოლოდ ავტორიტარული მმართველობის ლეგიტიმაციის საშუალებად გამოიყენებს. აშშ-ის გადასახადის გადამხდელთა ფული არალეგიტიმური მთავრობის აღიარებისთვის არ უნდა გამოიყენონ

ამ ვიზიტის ორგანიზებაში თქვენი კეთილშობილური განზრახვის მიუხედავად, ვშიშობ, გარდაუვალია, რომ „ქართული ოცნება“ არასწორად ახსნის თქვენს ჩართულობას, როგორც საერთაშორისო დადასტურების სიმბოლოს. პატივისცემით გთხოვთ, რომ გადახედოთ თქვენს დაგეგმილ ვიზიტს“, - აღნიშნულია წერილში.

ცნობისთვის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, პია კაუმას თბილისში ვიზიტის გადადებისკენ მოუწოდეს ოპოზიციის ლიდერებმა და ევროპარლამენტარებმა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics