|
2025-01-06 10:16:50, 16664 ნახვა
კულტურა
ლოს ანჯელესში, „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
ლოს ანჯელესში, „ოქროს გლობუსის“ 82-ე დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. წლის საუკეთესო ფილმად (მიუზიკლი, ან კომედია) “ემილია პერესი” დასახელდა, ნომინაციაში: წლის საუკეთესო დრამა „ბრუტალისტმა“ გაიმარჯვა. „ოქროს გლობუსი“ დრამატულ ფილმში მამაკაცის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის ედრიენ ბროუდს გადასცეს ფილმ „ბრუტალისტში“ შესრულებული როლისთვის. დრამატულ ფილმში ქალის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის ფერნანდა ტორესი დაჯილდოვდა ფილმში: „ჯერ კიდევ აქ ვარ“ შესრულებული როლისთვის. მიუზიკლსა ან კომედიაში საუკეთესო მსახიობ ქალად დემი მური დასახელდა ფილმ “სუბსტანციაში“ განსახიერებული როლისთვის. მიუზიკლსა ან კომედიაში საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ნომინაციაში კი სებასტიან სტენმა გაიმარჯვა ფილმში „განსხვავებული კაცი“ შესრულებული როლისთვის. საუკეთესო რეჟისორად ბრედი კორბეტი დასახელდა ფილმისთვის „ბრუტალისტი“. მეორეხარისხოვანი კაცის როლისთვის ჯილდო მიიღო კირან კალკინმა ფილმ „ნამდვილ ტკივილში“ განსახიერებული როლისთვის, მეორეხარისხოვანი ქალის როლის შესრულებისთვის კი გამარჯვება ზოი სალდანმა მოიპოვა ფილმ „ემილია პერესში“ შესრულებული როლოსთვის. საუკეთესო ანიმაციური ფილმის კატეგორიაში „ოქროს გლობუსი“ ანიმაციურ ფილმს, „ნაკადს” გადაეცა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)