2025-01-05 14:43:12, 361 ნახვა
პოლიტიკა
რასა იუკნევიჩიენე - პია კაუმას ვიზიტი სასარგებლოა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისთვის
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის პია კაუმას ვიზიტი სასარგებლოა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისთვის, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
"ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის პია კაუმას ვიზიტი დაგეგმილია საქართველოში
რაც სასარგებლოა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისთვის, მის მიერ შექმნილი სახელმწიფო ტყვეობის სქემის აღიარებისთვის.
ოფიციალურ ვიზიტებს მხოლოდ მაშინ შეიძლება ჰქონდეს აზრი, თუ ისინი მიმართული იქნება ახალი თავისუფალი არჩევნების შუამავლობაზე." - აცხადებს ევროპელი პოლიტიკოსი.
შეგახსენებთ რომ ცნობილი გახდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პია კაუმა 8-10 იანვარს, საქართველოში დელეგაციის ვიზიტს გეგმავს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,