16:26 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-30 21:46:44, 443 ნახვა

მსოფლიო
შოლცმა AZAL-ის თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზად რუსეთის უკრაინაში შემოჭრა დაასახელა

გერმანიის კანცლერმა ყაზახეთში აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზად, რომელსაც 38 ადამიანი ემსხვერპლა, რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ დაასახელა. ეს ომი "ატანჯავს სულ უფრო მეტ უდანაშაულო ადამიანს - მათ შორის უკრაინის ფარგლებს გარეთ", - წერს ოლაფ შოლცი ორშაბათს, 30 დეკემბერს, სოციალურ ქსელ X-ში.

„ჩვენი ფიქრები დაღუპულთა ოჯახებთანაა და დაჭრილებსაც სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, - დასძინა გერმანიის მთავრობის მეთაურმა.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ "ამდენი ადამიანის ტრაგიკული სიკვდილი" არ მოხდებოდა "თუ პუტინი არ წამოეწყო თავისი სასტიკი აგრესიული ომი" უკრაინის წინააღმდეგ.

აზერბაიჯანის ავიახაზების Embraer 190 თვითმფრინავი 67 მგზავრითა და ეკიპაჟის წევრით ბაქოდან გროზნოში მიემგზავრებოდა, როდესაც ის რუსეთის საჰაერო თავდაცვამ დააზიანა და ყაზახეთის ქალაქ აქტაუს მახლობლად ჩამოვარდა. დაიღუპა 38 ადამიანი. პილოტებს და გარდაცვლილ ბორტგამცილებელს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ქვეყნის ეროვნული გმირის წოდებები მიანიჭეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics