23:11 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-02 19:15:13, 597 ნახვა

საზოგადოება
ეკონომიკის სამინისტრო ყოველთვიურად ქირას - 75 000 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში გადაიხდის

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ჭოველიძის ქუჩა მდებარე შენობისთვის, სადაც უწყების დროებით განთავსება იგეგმება, ყოველთვიურად ქირას - 75 000 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში გადაიხდის.

როგორც „ექსპრესნიუსს“ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, უწყებამ თბილისში, ჭოველიძის ქუჩა 10-ში მდებარე შენობა შპს „ბიზნეს ცენტრი ბელინსკისგან“  2016 წლის ბოლომდე იქირავა.

 „შენობა, სადაც დროებით გადავდივართ,  7 500 კვ.მ-ია და ეს ფართი უსათუოდ გვჭირდებოდა სამინისტროსთვის.  თქვენ გახსოვთ, რომ ჭანტურიას ქუჩაზე მდებარე ჩვენი შენობა  გასულ წელს აუქციონზე 6 მილიონ დოლარად გამოვიტანეთ და 9 მლნ. 500 ათას დოლარად გავყიდეთ.  ობიექტურად უნდა ვთქვა და მადლობა მინდა გადავუხადო ინვესტორს, რომელმაც ჩვენივე თხოვნით, გათვალისწინებულ ვადაზე  3 თვით მეტხანს გაგვაჩერა ამ შენობაში.  ჭოველიძის ქუჩაზე ნაქირავებ შენობაში ეკონომიკის სამინისტრო 1 აპრილიდან გადავა“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა მედიასთან საუბრისას.

სამინისტროს ცნობით, შენობა სრულად უზრუნველყოფილია სამუშაო პროცესისთვის საჭირო ავეჯით, მატერიალურ-ტექნიკური ბაზითა და პარკინგით. სამომავლოდ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის ახალი შენობის აშენება იგეგმება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics