2024-12-30 14:38:00, 346 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრიი სიბიგა სირიის ახალ ლიდერს, აჰმეთ ალ-შარას შეხვდა
უკრაინული დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით დამასკოში ჩავიდა, სადაც ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრიი სიბიგა სირიის ახალ ლიდერს, აჰმეთ ალ-შარას შეხვდა.
"ჩვენ ვასრულებთ ჩვენს ვალდებულებას, მოვამარაგოთ სირია სურსათით და ვუზრუნველყოთ მათი დახმარება მტკიცებულებების შეგროვებაში, რათა გამოძიებულ იქნეს ყველა დარღვევა და სამხედრო დამნაშავეები სამაგალითოდ დაისაჯონ" - ანდრიი სიბიგას კომენტარი აჰმეთ ალ-შარასთან შეხვედრის შემდეგ.
სირიის დამხობილ ლიდერს ბაშარ ასადს აფხაზეთის დამოუკიდებლობა აქვს აღიარებული.
ავტორი: ექსპრესნიუსი,