23:42 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-30 12:18:05, 387 ნახვა

პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი - ივანიშვილი პირად ინტერესებზე მაღლა, ყოველთვის ქვეყნის ინტერესებს დააყენებს

ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების ფორმალურად დაწესება იმას ნიშნავს, რომ გაისროლეს ის, რისი გასროლაც ბოლოს შეეძლოთ, – ამის შესახებ „ქართული ძალის“ გენერალურმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ხალხის ძალა“ ყოველთვის ამბობდა, რომ „აშშ-ში სხვადასხვა თანამდებობაზე მოკალათებული უცხოური ძალა საქართველოს ხელისუფლებას და ბიძინა ივანიშვილს ებრძოდა“.

„ის უცხოური ძალები, რომლებიც ემსახურებიან არა მშვიდობის შენარჩუნებას საქართველოში, არამედ არეულობასა და ხელისუფლების უკანონო გზებით შეცვლას, ბოლო დღეებს ითვლიან და ბოლო კუდებს იქნევენ. ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების ფორმალურად დაწესება იმას ნიშნავს, რომ გაისროლეს ის, რისი გასროლაც ბოლოს შეეძლოთ. ივანიშვილმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ფაქტობრივად ის დასანქცირებული იყო. აშშ სამი წლის განმავლობაში ამბობდა, რომ „კრედიტ სუის“-ის დავასთან კავშირში არ იყო და საკითხი სასამართლოს უნდა გადაეწყვიტა. ახლა გამოაცხადეს, რომ ივანიშვილი სინგაპურის საერთაშორისო სასამართლოში მოგებულ ფულს აშშ-ს გარეშე ვერ წაიღებს. აღმოჩნდა, რომ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი მართალი იყო, როცა ამბობდა, ამ საქმეში ამერიკული ძალები იყო ჩარეული და ივანიშვილი ფაქტობრივად დასანქცირებული იყო. ივანიშვილი პირად ინტერესებზე მაღლა, ყოველთვის ქვეყნის ინტერესებს დააყენებს“,- განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, 27 დეკემბერს, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics