17:47 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-28 11:42:31, 356 ნახვა

მსოფლიო
რობერტ ფიცო - რუსული გაზის ტრანზიტით გატარებაზე უკრაინის უარს საპასუხო ზომებით ვუპასუხებთ

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო უკრაინის ხელისუფლებას 2024 წლის შემდეგ რუსული გაზის ტრანზიტით გატარებაზე უარის გამო აკრიტიკებს და საპასუხო ზომების მიღების პირობას დებს.

მისივე განცხადებით, რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტა „უკიდურესად ძვირიანი ჟესტია“ ევროკავშირისთვის.

„სლოვაკეთი ნახევარმილიონ ევროს დაკარგავს ტრანზიტისთვის, უკრაინა თითქმის მილიარდ ევროს, რუსეთი კი, სავარაუდოდ მხოლოდ 2.5 მილიარდ ევროს. ჩვენ კვლავ რუსები დავსაჯეთ არა?! სლოვაკეთი დაკარგავს არამხოლოდ ტრანზიტიდან შემოსავალს, არამედ ბუნებრივ აირზე ფასების ზრდის წინაშეც აღმოჩნდება. – აცხადებს ფიცო.

სლოვაკეთის პრემიერის თქმით, მას შემდეგ რაც 2025 წლის პირველი იანვრიდან რუსული გაზის უკრაინით ტრანზიტი შეწყდება, სლოვაკეთი შესაძლო საპასუხო ზომებზე დაფიქრდება და საჭიროების შემთხვევაში, ბრატისლავა უკრაინაში ელექტროენერგიის მიწოდებას შეწყვეტს ან მოქმედების სხვა ვარიანტზე შეჯერდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics