18:11 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-02 15:06:08, 445 ნახვა

საზოგადოება
ხარისხის ნიშნის მსურველთა ტექნიკური შემოწმება იწყება

ხარისხის ნიშნის „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ მსურველთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი დასრულდა, თუმცა 1 აპრილამდე გაგრძელდება აპლიკაციების მიღების მეორე ეტაპი.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეის მონაცემებით დეპარტამენტის ოფიციალურ პორტალზე Recommend.ge 30-ზე მეტი ხარისხის ნიშნის „რეკომედებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ მსურველი ტურისტული ობიექტია დარეგისტრირებული. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მონიტორინგის ჯგუფი სასტუმროთა და კვების ობიექტთა ტექნიკურ შემოწმებას 7 მარტიდან დაიწყებს.

მონიტორინგისას ტურისტულ ობიექტებში ძირითადათ ტექნიკური და უსაფრთხოების სტანდარტები შემოწმდება, რომლებიც მსოფლიოში აღიარებულ HotRec, Hot Star union 21 პრინციპს ემყარება. ტექნიკური შემოწმებისას გამოვლენილი ხარვეზების შესახებ გაიცემა რეკომენდაციები,  რომელთა შესასრულებლადაც ტურისტულ ობიექტებს გონივრული ვადა მიეცემათ.

მონიტორინგის მეორე ეტაპზე ტექნიკურ შემოწმებას ის ტურისტული ობიექტები გაივლიან, რომლებსაც ხარვეზების აღმოსაფხვრელად გამოსასწორებელი ვადა აქვთ მიცემული. მონიტორინგის პარალელურად კი სერვისის ხარისხს განთავსებისა და კვების ობიექტებში  „იდუმალი სტუმარი“ დაადგენს.

მონიტორინგის ორივე ეტაპზე, ობიექტებში სანიტარული და სურსათუვნებლობის მონიტორინგის მიზნით პროექტში ინტენსიურად ჩაერთვება სურსათის ეროვნული სააგენტო და შესაბამისი მუნიციპალიტეტის სანიტარული ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები. მონიტორინგის დამუშავებულ შედეგებს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ტურიზმის რეგიონულ მრჩეველთა საბჭოს წარუდგენს.

მიმდინარე წლის პირველი ივნისისთვის აჭარაში უკვე იქნება პირველი ტურისტული ობიექტები, რომლებსაც ექნებათ ხარისხის ნიშანი „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ". ინფორმაცია რეკომენდებული ობიექტების შესახებ  დეპარტამენტის  ვებ-გვერდზე Recommend.ge განთავსდება, რომელიც დაეხმარება ვიზიტორებს თავად  შეარჩიონ სასურველი ხარისხის ტურისტული მომსახურება და ობიექტი. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics