03:30 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-24 15:05:01, 401 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - სააკაშვილის განცხადება მეტყველებს, თუ რა იყო აქციების ძირითადი მიზანი, მაგრამ „ნაცმაიდანი“ ვერ შედგა

რაც ბოლო დღეებში ხდებოდა ქვეყანაში, წინასწარ დაწერილი სცენარია, რომ სახელმწიფო გადატრიალება მოეწყოთ,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადების შეფასებისას განაცხადა.

კალაძის თქმით, „სააკაშვილის განცხადება სახელმწიფო შენობების პიკეტირების შესახებ მეტყველებს იმაზე, თუ რა იყო საპროტესტო აქციების ძირითადი მიზანი“.  

„რაც ბოლო დღეებში ხდებოდა, არის იმ დაწერილი სცენარის ნაწილი, რისი განხორციელებაც უნდოდათ. მათი სურვილი იყო, ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა. ქვეყანაში „ნაცმაიდანი“ ვერ შედგა, რადგან სახელმწიფო დღეს არის მოწოდების სიმაღლეზე და არავის მივცემთ შესაძლებლობას, ქვეყანაში სისხლისღვრა, სახელმწიფო გადატრიალება, დაპირისპირება მოაწყოს. საზოგადოების  გახლეჩას, პოლარიზაციის ხელშეწყობას ვერავინ შეძლებს. 

სააკაშვილის გაკეთებული განცხადებაც მეტყველებს იმაზე, თუ რა პროცესები მიმდინარეობდა, რა იყო ძირითადი მიზანი ამ გამოსვლებისა და აქციების. თავიდან ისე შეფუთეს, თითქოს, ევროინტეგრაციის გზაზე მთავრობამ უარი თქვა და დაიწყეს გამოსვლები, რაც არის ძალიან დიდი ტყუილი. შეიძლება ვიღაცებმა ვერ გაიგეს, შეიძლება ჩვენ ვერ გადმოვეცით, მაგრამ მთელი ამ დროის განმავლობაში უამრავი „მესიჯი“ გაჟღერდა ჩვენი მხრიდან, აიხსნა აღნიშნული თემა, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ყველაფერს ვაკეთებთ. ეს იყო უბრალოდ შეფუთული. რეალურად არჩევნები წააგეს, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ უთხრა არა ომს, ბოროტებას და ამაზე გაღიზიანებულებს - როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, სურვილი ჰქონდათ რევოლუციური გზით სახელმწიფო გადატრიალება მოეწყოთ“,- აღნიშნა კალაძემ.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics