23:10 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-24 14:47:41, 494 ნახვა

მსოფლიო
ხმელთაშუა ზღვაში რუსული სატვირთო გემი ჩაიძირა

ხმელთაშუა ზღვაში რუსული სატვირთო გემი „ურსა მაიორი“ ჩაიძირა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ესპანურ გამოცემა La Verdad-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, შემთხვევა ესპანეთის ქალაქ აგილასისა და ალჟირის ქალაქ ორანს შორის, საერთაშორისო წყლებში მოხდა.

მათივე ინფორმაციით, ეკიპაჟის 14 წევრი ესპანეთის საზღვაო სამაშველო სამსახურმა კარტახენას პორტში გადაიყვანა, 2 პირი კი, ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა.

La Verdad-ის წყაროების ცნობით, გემზე ორშაბათს, დაახლოებით, 12:30 საათზე აფეთქება მოხდა.

კაპიტანი აცხადებს, რომ ავარიის მომენტში სატვირთო გემზე ცარიელი კონტეინერები იყო.

სატვირთო გემი სანქტ-პეტერბურგიდან 11 დეკემბერს გავიდა, ხოლო 22 იანვარს ვლადივოსტოკში უნდა ჩასულიყო.

არსებობს ვარაუდი, რომ „ურსა მაიორს“ სირიაში რუსული სამხედრო ბაზის ევაკუაციაში უნდა მიეღო მონაწილეობა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics