23:47 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-02 13:23:54, 526 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი: ერთსქესიანთა ქორწინების საკითხის „რესპუბლიკელებთან“ დაკავშირება, რბილად რომ ვთქვათ, არაობიექტურია

კოალიციის წევრებს შორის დაპირისპირება პიროვნული დამოკიდებულების ფარგლებს გასცდა და პოლიტიკურ თემებს გადაწვდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მოადგილემ, გია ვოლსკიმ გადაცემა 2030-ში განაცხადა.
“როგორმე უნდა გამოვიდეთ ამ ჯადოსნური წრიდან. საგარეო კურსთან დაკავშირებით, ექსკლუზივი არც „რესპუბლიკელებს“ ეკუთვნით და არც არავის. საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით, კოალიციას მყარად ჩამოყალიბებული ხედვა აქვს“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
რაც შეეხება ერთი და იმავე სქესის ადამიანთა ქორწინების საკითხს, გია ვოლსკიმ აღნიშნა, რომ „ამ საკითხის „რესპუბლიკელებთან“ დაკავშირება არაობიექტურია“.
„ჩვენ საუბარი დავიწყეთ კონსტიტუციურ ცვლილებაზე, რაც ქორწინების ცნებას განმარტავს. „რესპუბლიკელებმა“ პირველებმა ჩამოაყალიბეს ისეთი ფორმულირება, რაც 36-ე მუხლში უფრო მეტ სინათლეს შეიტანდა. კოალიციის წევრებს შორის ამ საკითხის მიმართ განსხვავებული პათოსი არ არსებობს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics