2024-12-23 10:55:39, 517 ნახვა
მსოფლიო
სამხრეთ კორეის დაზვერვა - ჩრდილოეთ კორეა რუსეთში ახალი ჯარების და იარაღის გაგზავნისთვის ემზადება
ჩრდილოეთ კორეა რუსეთში დამატებითი ჯარების და სამხედრო აღჭურვილობის, მათ შორის, „კამიკაძე დრონების“ გასაგზავნად ემზადება. ამის შესახებ ინფორმაციას „უნიანი“ სამხრეთ კორეის დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც სამხრეთ კორეის დაზვერვის ოფიციალური პირები აღნიშნავენ, ჩრდილოეთ კორეა იმ „კამიკაძე დრონების“ წარმოებას და მიწოდებას იწყებს, რომლიც პირველად ნოემბერში წარმოადგინეს.
როგორც დაზვერვის წარმომადგენლები განმარტავენ, ამის მიზეზი არის ჩრდილოეთ კორეის სურვილი, მოიპოვოს პრაქტიკული გამოცდილება საომარ მოქმედებებში და განაახლოს თავისი შეიარაღების სისტემა.
„სადაზვერვო მონაცემების ყოვლისმომცველი შეფასება აჩვენებს, რომ ჩრდილოეთ კორეა ემზადება რუსეთში განლაგებული ჯარების როტაციისთვის ან მათი რაოდენობის გაზრდისთვის“,- განაცხადეს სამხრეთ კორეის დაზვერვის სამსახურში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,