05:41 - 08 Jun, 2026
|
2016-03-02 11:53:13, 735 ნახვა
სამართალი
შსს-მ მატარებლის დაჯახების შედეგად მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დიდუბის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. შეგახსენებთ, დიდუბის ავტოსადგურის ტერიტორიაზე მამაკაცს მატარებელი დაეჯახა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. თვითმხილველების თქმით, მამაკაცს მატარებლის მემანქანემ გზიდან გადასვლის თაობაზე საყვირით გაფრთხილება მისცა, თუმცა მან სარკინიგზო ხაზზე გადასვლა ვერ მოასწრო.
კობახიძე - გულწრფელად ვულოცავ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას
ფაშინიანის "სამოქალაქო კონტრაქტის" ეგზიტპოლით, მათი პარტია არჩევნებში 56.7%-ით იმარჯვებს
სომხეთში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა
მაღალი აქტივობა: სომხეთში ამომრჩეველთა აქტივობამ საღამოს 5:00 საათის მონაცემებით თითქმის 49% შეადგინა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)