2024-12-21 13:02:48, 362 ნახვა
პოლიტიკა
შვაბე ეუთოს დასკვნაზე - არ არის მოხსენება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შესახებ - გამოსავალი მხოლოდ ახალი არჩევნებია
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სოციალ-დემოკრატიული ჯგუფის თავმჯდომარე, ფრანკ შვაბე ეუთო/ოდირის დასკვნას ეხმაურება.
როგორც შვაბე სოციალურ ქსელ X-ზე წერს, გამოსავალი მხოლოდ ახალი არჩევნებია.
„ეს არ არის მოხსენება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შესახებ, რომელიც ხალხის ნებას ასახავს. გამოსავალი მხოლოდ ახალი არჩევნებია. სამართლიანი და თავისუფალი“,- წერის შვაბე.
შეგახსენებთ, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODIHR) გამოაქვეყნა საბოლოო ანგარიში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ საქართველოში, რომელიც ადასტურებს მის ადრინდელ დასკვნებსა და შეფასებებს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,